გრუნტები და ღორღოვანი საფუძვლები
სამშენებლო პროცესებში გრუნტებს განსაკუთრებული კონსტრუქციული მნიშვნელობა გააჩნიათ. მნიშვნელოვანია გრუნტის კატეგორიის დადგენა და ასევე მისი მზიდუნარიანობის განსაზღვრა, რათა თავიდან იქნას აცილებული მომავალში განსაკუთრებული დაზიანებების წარმოჩენა.
გრუნტები მათი გრანულომეტრიისა და თიხის შემცველობის მიხედვით იყოფიან შესაბამის კლასებად.
ლაბორატორია გთავაზობთ გრუნტებზე შემდეგი ცდების ჩატარებას: • გრუნტების ზღვრული დენადობა და პლასტიურობა - პლასტიურობის რიცხვი • გრუნტის ოპტიმალური სიმკვრივის განსაზღვრა • მტვროვანი და თიხოვანი ნაწილაკების შემცველობა • მზიდუნარიანობის განსაზღვრა - ლაბორატორიულ პირობებში (CBR, Swelling) • სამშენებლო მოედანზე როგორც სტატიკური, ისე დინამიური დრეკადობის მოდულის განსაზღვრა • ყინვამედეგობა • დინამიური პენეტრომეტრით 15 მეტრამდე გრუნტის ფენების განსაზღვრა და სიღრმიდან ნიმუშების ამოღება