შპს “კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია” წარმოადგენს მრავალპროფილიან საგამოცდო ლაბორატორიას, რომელიც თავის დამკვეთებს სთავაზობს საგზაო და სამშენებლო სფეროში გამოსაყენებელი და გამოყენებული მასალების ტესტირებას, კვლევას, ლაბორატორიული გამოცდების ხარისხიან შესრულებას, კონსულტაციებს საგზაო სფეროში სხვადასხვა მასალების გამოყენების მიზანშეწონილობისა და სანდოობის შესახებ.

შპს “კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია” დაფუძნებულია 2013 წლის ივლისის თვეში. იგი 2014 წლის 09 იანვრიდან ოთხი წლის ვადით აკრედიტებულია შშთ IშO/IEჩ 17025:2010 სტანდარტზე სსიპ ‘აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი”-ს მიერ შემდეგ სფეროებში:

  • არამადნეული მასალები: ღორღი და ხრეში მთის მკვრივი ქანებისაგან სამშენებლო სამუშაოებისათვის;
  • ქვიშა სამშენებლო სამუშაოებისათვის;
  • ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი სამშენებლო სამუშაოებისათვის;
  • მინერალური ფხვნილი;
  • ბეტონი: მძიმე და წვრილმარცვლოვანი ბეტონი;
  • ბეტონის ნარევი;
  • ასფალტბეტონის ნარევი და ასფალტბეტონი;
  • გრუნტები და ღორღოვანი საფუძვლები;
  • ბიტუმი.

შპს “კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია”-ს საგამოცდო ლაბორატორია აღჭურვილია ძირითადად გერმანული და ავსტრიული წარმოების უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებითა და მოწყობილობებით, დაკომპლექტებულია დიდი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი სპეციალისტებით, რაც განაპირობებს ლაბორატორიული მომსახურების სისწრაფეს, მაღალ ხარისხსა და სიზუსტეს საგზაო, სამოქალაქო, სამრეწველო, სარკინიგზო, ჰიდროტექნიკურ და სხვა სამშენებლო სფეროებში.

მიუხედავად ფუნქციონირების მოკლე პერიოდისა, შპს “კავკასიური ინფრასტრუქტურის ტექნოლოგია”-მ ხელშეკრულებებისა და წერილების საფუძველზე 2014 წლის შუა პერიოდისათვის, ერთი წლის განმავლობაში სისტემატური მომსახურება გაუწია 50-ზე მეტ კომპანიას.